ახალი ამბები

ლავროვი ვიზიტით აშშ-ში ჩაფრინდა

24 აპრილი, 2023 • 715
ლავროვი ვიზიტით აშშ-ში ჩაფრინდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ვიზიტით ჩაფრინდა.

რუსეთი წელს გაეროს უშიშროების საბჭოს  თავმჯდომარე ქვეყანაა, შესაბამისად, საბჭოს სხდომას ლავროვი უხელმზღვანელებს.

როგორც CNN განმარტავს, რუსეთი საბჭოს უხელმძღვანელებს მხოლოდ და მხოლოდ პროცედურის გამო. წესდების თანახმად, საბჭოს თავმჯდომარეობა წევრ ქვეყნებს შორის რიგითობით ნაწილდება.

თუმცა ამ ცნობას არ ჩაუვლია კრიტიკის გარეშე, მათ შორის, უკრაინის მხრიდან. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ ეს – „მსოფლიოში ყველაზე ცუდი საპირველაპრილო ხუმრობაა“.

რაც შეეხება უშუალოდ ვიზიტს, კრემლში ამბობენ, რომ ლავროვი ასევე უნდა შეხვდეს გაეროს გენერალური მდივანს ანტონიუ გუტერეშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი