ახალი ამბები

ილონ მასკის რაკეტა „სთარშიფი“ გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

20 აპრილი, 2023 • 1473
ილონ მასკის რაკეტა „სთარშიფი“ გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

ილონ მასკის კომპანია „სფეის იქს“-ის მიერ შექმნილი რაკეტა „სთარშიფი“ სატესტო ფრენის დაწყებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა.

წინა კვირას რაკეტის გაშვება ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. ფრენა დღეს ტეხასის შტატის კოსმოდრომიდან, ადგილობრივი დროით დილის 8 საათსა და 33 წუთზე დაიწყო, რამდენიმე წუთში კი აფეთქებაც მოხდა.

„გარდიანის“ ცნობით, აფეთქების შესაძლო მიზეზი სისტემის ორი ნაწილის – „ბუსთერის“ (ამაჩქარებლის) და ხომალდის ერთმანეთისგან პროცესის წარუმატებლობა გახდა.

„სფეის იქს“-ში ჯერ კიდევ ფრენამდე აღნიშნავდნენ, რომ წარმატების შანსები დაბალი იყო და ფრენის მიზანი ინფორმაციის შეგროვება იყო.

როგორც „გარდიანი“ წერს, „სთარშიფი“ შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი მარსზე გაფრენის წამოსაწყებად. სიგრძეში რაკეტა დაახლოებით სამ სამოქალაქო ავიალაინერს უტოლდება და 10 მეტრით მაღალია რაკეტა „სატურნ V“-ზე, რომლითაც 1969 წელს ამერიკელები მთვარეზე გაფრინდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი