ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადება-საკადრო ცვლილებები

25 ივნისი, 2010 • 1505
პრეზიდენტის განცხადება-საკადრო ცვლილებები

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად  ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში დავით ტყეშელაშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ კი –რუსთავი 2 -ის ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი.

ტყეშელაშვილის ყოფილი თანამდებობა  საგზაო  დეპარტამენტის თავმჯდომარემ, რამაზ ნიკოლაიშვილმა დაიკავა.

დღესვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა გილაურმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებაც ისაუბრეს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გარდაიქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდ. მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტმა  ვერა ქობალია წარადგინა.

სააკაშვილმა და გილაურმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.  

კიდევ ერთი სტრუქტურული ცვლილება კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეხება – ამ უწყებას  ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტი გამოეყოფა და  ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, უწყებას კი შიდა ქართლის რეგიონში პრეზიდენტის უკვე ყოფილი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი უხელმძღვანელებს.

დღესვე პრეზიდენტმა დაასახელა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილის ვინაობა
-პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე  სამინისტროში ევროპულ მიმართულებას ჩაიბარებს – განაცხადა პრეზიდენტმა.

ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია კი  სახელმწიფო დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.

სამთავრობო ცვლილებები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი