ახალი ამბები

ამაზე მეტ ლუსტრაციას კომისიის შექმნაც ვერ შეძლებდა – კორძაია

19 აპრილი, 2023 • 808
ამაზე მეტ ლუსტრაციას კომისიის შექმნაც ვერ შეძლებდა – კორძაია

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიეობო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით დაადასტურა, რომ სასამართლო კლანს მფარველობს.

მისი თქმით, “ოცნება” სასამართლო კლანთან ვალშია და ამიტომ მფარველობს მათ.

“ქართული ოცნება” ბოიკოტს უცხადებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, რადგან უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის უამრავ კენჭსაყრელ საკითხებთან დაკავშირებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოსთან დაკავშირებით. კომისიის არშექმნის მიზანი არის ის, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი აფარებს ხელს სასამართლოში გავლენიან ფიგურებს, ასევე პარლამენტი ცდილობს დაფაროს ის კორუფციული პრობლემები, რაც სასამართლოში არის. ეს არის ცალსახა დადასტურება, რომ “ქართული ოცნება მფარველობს კლანს”, ამაზე მეტ ლუსტრაციას თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა, რაც თვითონ გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.


დღეს, 19 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ოპოზიციაა, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ჰქონოდათ.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, იმისვის, რომ კომისიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ, კენჭისყრამდე რეგისტრაცია, 18 აპრილის მსგავსად, ისევ არ გაიარეს და კენჭისყრის გასამართად საჭირო ქვორუმი – 76 დეპუტატი ვერ მოგროვდა. შესაბამისად, კენჭისყრაც აღარ შედგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი