ახალი ამბებისამართალი

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

19 აპრილი, 2023 • 5622
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

ავტორი: თამთა კევლიშვილი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კაცის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

გამოძიება დაწყებულია, სხვა დეტალები ამდროისთვის ცნობილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი