ახალი ამბები

NYT: ნატო თავდაცვის სტრატეგიას ცვლის

18 აპრილი, 2023 • 985
NYT: ნატო თავდაცვის სტრატეგიას ცვლის

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უბიძგა, „ძალ-ღონე არ დაიშუროს, რათა კვლავ გახდეს სამხედრო ალიანსი, რომელსაც ძალუძს ომის წარმოება“, იუწყება „ნიუ იორკ თაიმზი“.

კერძოდ, ალიანსი აპირებს, თავდაცვითი სტრატეგია შეცვალოს – წარსულში მიიჩნეოდა, რომ რუსეთის შეჭრის შემთხვევაში დასაშვები იყო ალიანსის წევრების ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია, დამატებითი ძალების დახმარების მიღებამდე.

თუმცა, უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს არ სურთ გარისკვა და რუსული ოკუპაციის ქვეშ მოხვედრა.

თავდაცვის ახალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ნატოს ძალები უფრო „ხილვადი“ უნდა გახდეს რუსეთისთვის და აჩვენოს მოსკოვს, რომ ალიანსს შეუძლია, შესაძლო ომის პირველი ეტაპზე გაუწიოს წინააღმდეგობა.

„ხილვადობის“ გაზრდისთვის ნატო გეგმავს, მეტი ჯარი განათავსოს რუსეთის საზღვართან და მეტი დახარჯოს თავდაცვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი