“რუსი ჯარისკაცების აღარ გვეშინია. თითოეული ჩვენგანი რამდენჯერმე მაინც იქნება დაკავებული და ცხინვალის იზოლატორში ნამყოფი. ასე რომ, უკვე უშიშრად გავდივართ და საქმეს ვაკეთებთ”, – ეს არის იდენტური პასუხი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ქართული სოფლის, ბერშუეთის [გორის მუნიცილპალიტეტი] მცხოვრებლებისა, რომლებიც მავთულხლართებისა და რუსი ჯარისკაცებისგან რამდენიმე მეტრში მშვიდად მუშაობენ.
“წელს მხოლოდ ნიორი დავთესეთ. სარწყავი წყალი რუსებმა გადაგვიკეტეს. თუ წვიმა მოვა, მოირწყვება. თუ არადა, გაფუჭდება და გადავყრით”, – ამბობს სოფელ ბერშუეთის მცხოვრები ქალი, რომელიც მავთულხლართისა და რუსი სამხედროებისგან რამდენიმე მეტრში მუშაობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი“ყოველი შემთხვევისთვის, ძაღლიც მომყავს. დღის განმავლობაში ჩემთანაა”; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილინივრის ბაღებთან რამდენიმე მეტრში საინფორმაციო აბრაა ქართულ ენაზე, წარწერით “ყურადღება! სახელმწიფო საზღვარი” . მავთულხლართს მიღმა რუსული სამხედრო ბაზაა; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილირუსული სამხედრო ბაზა, რომელიც რამდენიმე მეტრის დაშორებითაა სოფელ ბერშუეთიდან; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილიმავთულხლართი, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზას და სოფელ ბერშუეთს ყოფს; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილიხეხილის ახალდარგული ხეები სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზთან ათიოდე მეტრში; ფოტო: ნეტგაზეთი/ ნინო კახიშვილისოფელ ბერშუეთში საინფორმაციო ბანერს მიღმა ცხინვალს დარჩა კონტროლირებადი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელი. აქვეა განთავსებული რუსული სამხედრო ბაზაც; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი“მე სამი წლის წინ დამაკავეს აქ რუსებმა. ჩანთა გადმომაწოდეს ღობის იქიდან ოსმა ახლობლებმა და დამინახეს რუსებმა. ცხინვალის ციხეში ვიყავი რამდენიმე დღე. ახლა უკვე აღარ მეშინია მაგათი”, – ამბობს 63 წლის ზურაბი, რომელიც თანასოფლელთან ერთად საქონელს აბალახებს მავთულხლართებთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილიქართული სოფელი მავთულხლართებთან; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილიმავთულხლართი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს, ქართულ და ოსურ სოფლებს ყოფს. ორივე სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც 2008 წლამდე ერთმანეთთან ურთიერთობდნენ, ჰქონდათ ახლო ნათესაური კავშირებიც, დღეს მობილური ტელეფონის საშუალებით ახერხებენ კომუნიკაციას; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილიცხინვალის ხედი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან; ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი