ახალი ამბები

უკრაინაში დაბრუნდა ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი 24 ბავშვი

10 აპრილი, 2023 • 1190
უკრაინაში დაბრუნდა ხერსონიდან რუსეთში გადაყვანილი 24 ბავშვი

უკრაინაში დაბრუნდა 24 ბავშვი, რომლებიც ოკუპირებული ხერსონიდან რუსეთში გაიტაცეს.

ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლქესანდრ პროკუდინის განცხადებით, ბავშვები სამშობლოში 10 აპრილს დაბრუნდნენ.

„ეს ერთ-ერთი ურთულესი სამაშველო მისიაა. რუსებმა ბავშვების მშობლებს ცამეტსაათიანი დაკითხვა მოუწყვეს, შემდეგ კი პროპაგანდისტულ რეპორტაჟში მონაწილეობა აიძულეს. თუმცა მთავარია, რომ ახლა ბავშვები სახლში, ახლობლებთან არიან“, – წერს იგი.

უკრაინის ეროვნული საინფორმაციო ბიუროს განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ცხრამეტ ათასზე მეტი არასრულწლოვნის დეპორტაციის ფაქტია დაფიქსირებული. უკრაინაში ამ ეტაპზე მხოლოდ 361 დაბრუნდა.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვაზე დაკავების ორდერის გამოცემა სწორედ ბავშვების დეპორტაციას უკავშირდება – ეს საერთაშორისო სამართლით ომის დანაშაულად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი