ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 57-ე რაუნდზე, სხვადახვა საკითხთან ერთად, მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან მოითხოვეს აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა.

“მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ მორიგ ჯერზე დააყენა აფხაზური ნაციონალური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი. ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევაში შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს”.

დღეს აფხაზეთის მოსახლეობას მსოფლიოში გადაადგილება. რუსეთის მოქალაქეობის ქონის შემთხვევაში, რუსული პასპორტებით შეუძლია. ამასთან, ქართული მხარე აფხაზეთის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის პასპორტებს სთავაზობს.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში მოქალაქეების 80-90% [სხვადასხვა ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემი] რუსეთის პასპორტს ფლობს. მათი გაცემა წლების განმავლობაში სოხუმსა და ცხინვალში ხდებოდა, თუმცა 2014 წლის შემდეგ [ყირიმის ანექსია] ევროკავშირის ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის ვიზას აღარ გასცემდა. შესაბამისად, აფხაზებმა და ოსებმა პასპორტების აღება რუსეთშივე დაიწყეს. ამის მიუხედავად, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმი ხისტი განცხადებებით გამოეხმაურა.