კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების ორი ფაქტი გამოვლინდა. როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ორი ადამიანი.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში, 15 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე მამაა ბრალდებული, მეორე შემთხვევაში კი, 14 წლის გოგოს გაუპატიურების საქმეზე — მამინაცვალი.
პირველ საქმესთან დაკავშირებით პოლიციას სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.
შსს-ს თანახმად, ორივე საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს. 15 წლის გოგოს საქმეს 11 პრიმა 137-ე მუხლით იძიებენ, რაც ოჯახის წევრის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მეორე საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 137-ე (პატიმრობა 10-დან 13 წლამდე) და 11 პრიმა 138-ე მუხლებით (პატიმრობა 6-დან 9 წლამდე) მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის გაუპატიურებასა და ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.