ქართველი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის კომენტატორიც ხუხაშვილი 1963 წლიდან იყო.
ბოლო წლებში ხუხაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
1980-92 წლებში ხუხაშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებაში მუშაობდა. იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი; 1994 წლიდან- საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი; 1990 წლიდან- მაქაბის კლუბის პრეზიდენტი.
დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986) და საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004).
ჯამლეტ ხუხაშვილი აგრეთვე იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. 1998 წელს იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.





