ახალი ამბები

„გადაადგილდება, შედარებით გააქტიურებულია“ – ჩხაიძე სააკაშვილზე

3 აპრილი, 2023 • 782
„გადაადგილდება, შედარებით გააქტიურებულია“ – ჩხაიძე სააკაშვილზე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ საავადმყოფოს ექიმებისა და სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე „პრინციპში თანხვედრაშია“.

„ტვ პირველთან“ საუბარში ჩხაიძემ თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საყურადღებოა და აღნიშნა, რომ ექიმების რეკომენდაციას პაციენტი „მხოლოდ ნაწილობრივ და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად არ ასრულებს“.

ჩხაიძის თქმითვე, სააკაშვილი „ გადაადგილდება და შედარებით უფრო გააქტიურებულია“. მან იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი დაიწყებს ექიმების რეკომენდაციების შესრულებას და მისი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება.

„მთავარი არხის“ ცნობით, ომბუდსმენის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი გუშინ მოინახულა. ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ ფიქსირდება წონაში კლება, ადგომის დროს პაციენტს აქვს წნევის ვარდნა, თავბრუსხვევა და უჭირს გადაადგილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი