The Wall Street Journal აცხადებს, რომ მედიასაშუალების რუსული ბიუროს ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა“ [იგივე ეფესბე-მ] დააკავა.

გამოცემის თანახმად, გერშკოვიჩი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, ეკატერინბურგში დააკავეს და მას „შპიონაჟს“ ედავებიან. რუსეთის ხელისუფლების თქმით, იგი ამერიკული მხარისთვის აგროვებდა ინფორმაციას რუსული სამხედრო ბაზების შესახებ.

„The Wall Street Journal კატეგორიულად უარყოფს ეფესბე-ს ბრალდებებს და მოითხოვს ჩვენი სანდომიანი და ერთგული რეპორტიორის გათავისუფლებას“, – წერს გამოცემა.

WSJ ასევე განმარტავს, რომ ევან გერშკოვიჩი წერს რუსეთის შესახებ ჟურნალის რუსული ბიუროსთვის, ის აკრედიტირებულია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ.