ახალი ამბები

დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი, სპეცოპერაცია გრძელდება – კუპატაძე

30 მარტი, 2023 • 859
დაკავებულია 10-ზე მეტი რეალიზატორი, სპეცოპერაცია გრძელდება – კუპატაძე

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კუპატაძე დასძენს, რომ რეალიზატორები 4 ლოკაციაზე დააკავეს, მათ შორის, ფონიჭალაში. ჯამში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.

„ღონისძიება გრძელდება. ამოღებულია სხვადასხვა სახით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და, დარწმუნებული ვარ, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა მინიმუმ გაორმაგდება“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ დაკავებულებს შორის არიან ქალები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი