ახალი ამბები

2022 წელს საქართველოში 6799-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

30 მარტი, 2023 • 886
2022 წელს საქართველოში 6799-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობა 6799-ით მეტი იყო დაბადებულებთან შედარებით.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით.

2022 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა თბილისში (14 202
ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (246 ბავშვი).

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კოვიდპანდემიის პიკის გამო, 2021 წელს გარდაცვალების სტატისტიკა გაზრდილი იყო წინა წლებთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი