საქართველოსა და ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატების შესარჩევი ეტაპების პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ბათუმის არენაზე ჩაატარა.
თამაში ნორვეგიელთა გოლით გაიხსნა და პირველი ტაიმი ნორვეგიამ მოიგო. თუმცა მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის გოლით ანგარიში გათანაბრდა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა.