ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ცემა და წამება Amnesty International-ის ანგარიშში

28 მარტი, 2023 •
აფხაზეთისა და ცხინვალის ციხეებში ცემა და წამება Amnesty International-ის ანგარიშში

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International 2022/23 წლის ანგარიშში მიმოიხილავს დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების საკითხებსაც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. ხოლო წარსულში ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი დარჩა.

“2020 წლის 31 აგვისტოს ციხეში ცემისა და სასტიკი მოპყრობის შედეგად მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მცხოვრები გენადი კულაევი. ეფექტური გამოძიება კი არ ჩატარებულა. როგორც ამ, ასევე, 2020 წელს ციხეში წამებით მოკლული ინალ ჯაბიევის შემთხვევაში,

ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა არც აფხაზეთში 2021 წელს ციხეში დაღუპული ანრი ატეიბას საქმეზე.

ამასთან, ირაკლი ბებუას, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვის გამო იხდის სასჯელს, ქრონიკური დაავადებების მიუხედავად, არ მიეწოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ედება დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”;  საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა. ბებუამ თავი დამნაშავედ მხოლოდ ორ ბრალეულობაში ცნო. მას საბრძოლო მასალის შენახვა არ უღიარებია. დე ფაქტო სასამართლომ მას 9 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი