მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარტიული კონფერენციების გამართვას აანონებს.
პრეს-რელიზის თანახმად, სულ იგეგემბა 73 ასეთი კონფერენციის გამართვა, პირველი კი 28 მარტს ბათუმში ჩატარდება. მას დაესწრებიან:
- პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე;
- გენერალური მდივანი კახა კალაძე;
- აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე;
- რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე;
- აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე;
როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, კონფერენციის მონაწილეები აირჩევენ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს და ბიუროს წევრებს.
ბათუმის შემდეგ მმართველი პარტია კონფერენციების გამართვას გეგმავს ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში.