ახალი ამბები

ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა

24 მარტი, 2023 • 999
ბერბოკმა ოფიციალური ვიზიტის პირველი შეხვედრა არასამთავრობოებთან გამართა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა.

შეხვედრას, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გაიმართა, რამდენიმე ორგანიზაცია ესწრებოდა, მათ შორის, ISFED, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყნის ევროპულ გეზს.

„ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს, ქართულ საზოგადოებას უნდა ევროკავშირისგან [წევრობის კანდიდატის] სტატუსი და ჩვენ ვიმსახურებთ ამ სტატუსს.

ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი და ჩვენ ჩვენის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წლის ბოლოს სტატუსი მივიღოთ ევროკავშირისგან, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, გვჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარება ამ მიმართულებით“, – თქვა შეხვედრის შემდეგ ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურალისტებთან და დასძინა, რომ მასევე ისაუბრა მედიაგარემოსა და ნიკა გვარამიას პატიმრობის შესახებ.

მისივე ინფორმაციით, თავად ბერბოკს პოზიცია არ გამოუხატავს.

გარეკანი ფოტო: ტვ ფორმულა

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი