ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

„იმედის“ საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას გააგრძელებს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე. ჩაჩიბაიას და იობაშვილის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. რაც შეეხება ხელაშვილს, მასთან დაკავშირებით ინფორმაციას პარლამენტში ჯერ არ ადასტურებენ. აღნიშნული დეპუტატების მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებაზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება. … ვრცლად ცნობილია, სად მიდის 3 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა