ახალი ამბები

ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს – კობახიძე

23 მარტი, 2023 • 1343
ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია.

კობახიძის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევას ეწინააღმდეგებოდა, რადგან იცოდნენ, რომ გაუჭირდებოდათ მისი დაქვემდებარება ისე, როგორც თავის დროზე ნინო ლომჯარია დაიქვემდებარეს.

„იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით, ეს იყო დაახლოებით 10-15 NGO, ეს არიან ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი.

მიზეზი არის ერთი, მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, არ არის ჯაშუში და ამიტომ მათ გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანი დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად თავის დროზე ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს და ამის ეშინოდათ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც უნდოდა აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი