ახალი ამბები

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

21 მარტი, 2023 •
მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნავთლუღის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სამუშაოების განმავლობაში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით. კერძოდ, მძღოლები ნავთლუღის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან, შემდეგ ვაჟა ჩაჩავას, აწყურის ქუჩისა და კახეთის შესახვევის გავლით დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და ავლაბრის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეზღუდვა ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი