ახალი ამბები

სატრანსფერო ფასი: კვარაცხელია მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, იტალიაში – მეორეზე

21 მარტი, 2023 • 3530
სატრანსფერო ფასი: კვარაცხელია მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, იტალიაში – მეორეზე

პოპულარული ვებგვერდის, ტრანსფერმარკეტის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასმა 25 მილიონი ევროთი მოიმატა და ამჟამად ქართველი მარცხენა თავდასხმელი  85 მლნ ევრო ღირს.

ამ მონაცემებით, კვარაცხელია სერია ა-ში რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მას მხოლოდ თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი უსწრებს, რომლის ღირებულებაც 100 მლნ ევრო გახდა.

სერია ა-ს TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

მსოფლიოს მასშტაბით ხვიჩა კვარაცხელია მე-14/მე-15 ადგილებს იყოფს არგენიტნელ ენცო ფერნანდესთან. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამჟამად კილიან მბაპეა (180 მლნ ევრო), მეორე ადგილზე – ერლინგ ჰოლანდია (170 მლნ), ხოლო მესამეზე – ვინიციუს ჟუნიორი (120 მლნ).

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

მარცხენა თავდამსხმელებს შორის ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში მე-3 ადგილზეა, ჩამორჩება მხოლოდ ვინიციუს ჟუნიორსა და ფილ ფოდენს.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრსანფერო ღირებულების ზრდა. დინამო ბათუმში თამაშისას მისი ფასი 15 მლნ ევრო იყო, ამჟამად – 85 მლნ.

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი ბოლო ერთ წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ღირებულება დინამო ბათუმში თამაშისას 15 მლნ ევროს შეადგენდა. კვარაცხელია იტალიაში გასულ ზაფხულს გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი