ახალი ამბები

სრულიად მიუღებელია – ზურაბიშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე ახალგაზრდების შესახებ

20 მარტი, 2023 • 1115
სრულიად მიუღებელია – ზურაბიშვილი პაპუაშვილის განცხადებაზე ახალგაზრდების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებს შალვა პაპუაშვილის განცხადებას ახალგაზრდებზე.

„სრულიად მიუღებლად მიმაჩნია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული ბოლო განცხადება.
შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი რომელიმე პროტესტის ფორმას არ ეთანხმებოდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამდებობა ვინმეს საკუთარი მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლებას ანიჭებს.

ასეთი შეფასებები შესაძლოა, მხოლოდ დაძაბულობის გამძაფრებას ემსახურებოდეს და არა ახალგაზრდებთან აუცილებელი კომუნიკაციის აღდგენას, რასაც ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს ხელისუფლება, მით უმეტეს, ამ ბოლო მოვლენების ფონზე“, – წერს ზურაბიშვილი ფეისბუკზე.

საუბარია პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც ის გამოეხმაურა სტუდენტებს, რომლებმაც ირაკლი კობახიძის მიმართ პროტესტი ლექციებზეც გამოთქვეს.

ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები — მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო,“ – თქვა პაპუაშვილმა.

ვრცლად წაიკითხეთ:

„სამწუხაროა, რომ ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება“ — პაპუაშვილი ტურაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი