ახალი ამბები

დანიამ საქართველოს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სპეცტექნიკა აჩუქა

20 მარტი, 2023 •
დანიამ საქართველოს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად სპეცტექნიკა აჩუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის სამეფომ საქართველოს ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

როგორც შსს იტყობინება, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს აღჭურვილობა გადაეცა დანიის სამეფოს  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში.

ოფიციალური ცნობით, სულ გადმოცემულია: “ROSENBAUER”-ის ფირმის უახლესი, მაღალი წარმადობის 14  წყლის საქაჩი ტუმბო, 20 ერთეული 10-ტონიანი წყლის ავზი, კუთხმჭრელები,
ბენზოხერხები და სხვა სპეციალური საშუალებები.

შსს მიიჩნევს, რომ „პროექტი, რომლის ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახანძრო-სამაშველო ძალების გადაიარაღების პროცესში.“

სპეცტექნიკის გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდა როგორც დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი, ისე სხვადასხვა თანამდებობის პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი