ახალი ამბები

ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

19 მარტი, 2023 • 1315
ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ იმყოფებოდა კლინიკა “ვივა მედში”, სადაც მოინახულა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას.

იოსელიანის თქმით, სააკაშვილთან თითქმის ერთი საათი ისაუბრა.

“ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება.

ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი