ახალი ამბები

სამხრეთ აფრიკის სამზადისი

11 ივნისი, 2010 • • 1379
სამხრეთ აფრიკის სამზადისი

დღეს,11 ივნისს, სამხრეთ აფრიკა ფიფას მსოფლიოს თასს მასპინძლობს. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება, რომელიც მსოფლიოს 32 ქვეყნის საფეხბურთო გუნდს მასპინძლობს.

სამხრეთ აფრიკა საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად 6 წლის წინათ შეირჩა. მას შემდეგ დაიწყო დიდი სამზადისი, რომლის დროსაც 5 ახალი სტადიონი აშენდა, 5 არსებული კი შეკეთდა. სამხრეთ აფრიკაში სტადიონების გარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც იზრუნეს, მათ შორის, ახალ სარკინიგზო სადგურზე.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ გუნდები, ლეგიონერები და მათი ფანები.

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და 11 ივლისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი