რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში, „ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის“ [იგივე „ეფესბე-ს“] შენობა იწვის.
BBC წერს, რომ ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე, 1 დაღუპულის შესახებ, არიან დაშავებულებიც. როსტოვის ოლქის ვერსიით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რამაც შემდგომ ააფეთქა საწვავის ავზები.
უკრაინულ ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ხანძრის გაჩენის მომენტში ისმის აფეთქების ხმაც.