სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. ეს იყო პირველი შეხვედრა პუტინსა და გაგლოევს შორის, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე 2022 წელს აირჩიეს.
მათ შესაძლო შეხვედრაზე ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, თუმცა, მაშინდელი ოფიციალური ცნობით, გაგლოევი კორონავირუსით დაინფიცირდა და შეხვედრა გაუქმდა.
“ჩვენ ვხედავთ, როგორი რთული გეოპოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, ამიტომაც უსაფრთხოების საერთო კონტექსტის ფარგლებში, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ჩვენი მოქმედებების კოორდინირება”, – უთხრა გაგლოევმა პუტინს შეხვედრისას.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, სხვადასხვა საკითხის გარდა, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გაზიფიკაციის შესახებაც
“ეს იქნება რეალური წინსვლა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ სოფლის მოსახლეობის გადინება და ჩვენი სოფლების შენარჩუნება, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ახალი იმპულსი. ამასთან, ეს მოიზიდავს ინვესტორებს სამხრეთ ოსეთში”.
დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაზიფიცრებულია მხოლოდ ცხინვალი და უახლოესი დასახლებული პუნქტები.
კომპანია “გაზპრომ – სამხრეთ ოსეთი” [75%-25%] 2009 წელს შეიქმნა, თუმცა მოგვიანებით რუსეთმა გამოისყიდა მთლიანად და სამხრეთ ოსეთის გაზიფიკაციასა და მისი ინფრასტუქტურის მოდერნიზაციაზე ვალდებულება აიღო.