ახალი ამბები

აუსტრევიჩიუსი: ევროპა არასოდეს გაუღებს კარს რაიმე სახის პოლიტიკურ რევანშიზმს

14 მარტი, 2023 • 785
აუსტრევიჩიუსი: ევროპა არასოდეს გაუღებს კარს რაიმე სახის პოლიტიკურ რევანშიზმს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს, რომ ევროპა არასდროს გაუღებს კარს პოლიტიკურ რევანშიზმს.

ევროპარლამენტარის თქმით, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესასრულებლად მთავრობამ ევროკომისიის რეკომენდაციები უნდა დანერგოს და მხედველობაში იქონიოს, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია:

„მინდა დავიწყო ქართველი ხალხისთვის მილოცვით, რომელთა აქტიურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა მთავრობა, მიეღო რუსული სტილის კანონი „უცხოური გავლენის აგენტებზე“. ამასთან, ვუფიქსირებ სოლიდარობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ უნდა დანერგოს ევროკომისიის რეკომენდაციები და გაითვალისწინოს, რომ მოწამლული და დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ევროკავშირის მოთხოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ევროპა არ გაუხსნის კარს რაიმე ფორმის პოლიტიკურ რევანშიზმს. ვწუხვარ, რომ დღეს თბილისში ევროკავშირის დროშები იწვოდა. ეს სევდიანი დღეა საქართველოს ყველა მეგობრისთვის ევროკავშირში. მჯერა, ქართველი ხალხის ისტორიული სიბრძნე, რომელსაც ახსოვს ტოტალიტარიზმის სიმწარე — გაიმარჯვებს“, — აცხადებს ევროპარლამენტარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი