ევროკავშირის საელჩო საქართველოში ავრცელებს განცხადებას, რომლითაც მიესალმება „ქართული ოცნების“ განცხადებას რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ.
„მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით“, — აცხადებს ევროკავშირის საელჩო.
დღეს, 9 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ გაიწვევენ კანონპროექტს, რომელმაც საქართველოში ბოლო დღეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ ემოციების დაცხრომის შემდეგ ხალხს აუხსნიან კანონპროექტის არსს.
ნახეთ ვრცლად:
