ახალი ამბები

სუბარის ”თვითმყოფადობა და პროგრესი”

9 ივნისი, 2010 • 1187
სუბარის ”თვითმყოფადობა და პროგრესი”

”თვითმყოფადობა და პროგრესი” – სოზარ სუბარის მიერ გამოქვეყნებული ამ წერილის ირგვლივ   მსჯელობა სასტუმრო ”თბილისი მერიოტში” მიმდინარეობს.

 ყოფილი სახალხო დამცველი და ასევე ყოფილი თანათავმჯდომარე მოძრაობისა  ”ალიანსი საქართველოსათვის”  შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მივიდა.

შეხვედრას ასევე ესწრებიან: ფილოსოფოსები გიორგი მარგველაშვილი,  ზაზა შათირიშვილი, ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი და სხვები. მონაწილეები  საუბრობენ კულტურის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა  და სხვა სფერობის განვითარების კონკრეტული გეგმის შემუშავებაზე. ჯერჯერობით, განაცხადი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაზე არ გაკეთებულა.

 შეხვედრა ჟურნალისტებისთვის 10 წუთით დაიხურა, რომლის შემდეგაც კვლავ ღია ფორმატში განახლდება მსჯელობა.

 სოზარ სუბარმა სტატია სათაურით ”თვითმყოფადობა და პროგრესი” გაზეთ „რეზონანსში ” ორი დღის წინ გამოაქვეყნა. მანამდე, 31 მაისს , მან მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის”  რიგები დატოვა და განაცხადა, რომ „ალიანსს“ გამარჯვების შანსები ჰქონდა, თუმცა არ გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი