ახალი ამბები

“მეზიზღება ყველა კანონი, რომელიც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპის გზაზე” — ვარსიმაშვილი

8 მარტი, 2023 •
“მეზიზღება ყველა კანონი, რომელიც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპის გზაზე” — ვარსიმაშვილი

რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი „რუსული კანონის“ მიღებას ეხმაურება.

„მეზიზღება ყველა კანონი, ნებისმიერი ქმედება და სიტყვა, რომელიც ოდნავ მაინც შეაფერხებს ჩემს ქვეყანას ევროპისაკენ მიმავალ გზაზე. პარლამენტის ფანჯარაში გადმოყუდებული წითელკურტკიანი ჩემი შვილია კამერით“, — წერს რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი.

დღეს, 7 მარტს,  საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.

კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.

მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი