ახალი ამბებიკომენტარი

საქართველოს მომავალი ევროპაშია – ხვიჩა კვარაცხელია

8 მარტი, 2023 • 1548
საქართველოს მომავალი ევროპაშია – ხვიჩა კვარაცხელია

“საქართველოს მომავალი ევროპაშია” – წერს ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარ ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე.

საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” ფეხბურთელი ასე ეხმაურება რუსულ კანონპროექტებს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ.

დღეს, 7 მარტს,  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები არიან შეკრებილნი და აპროტესტებენ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი