შენიშვნა: თავდაპირველად მასალაში ეწერა, რომ ზურაბიშვილი აშშ-ში ვიზიტს აუქმებდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგვიზუსტეს,  ზურაბიშვილი აუქმებს დღეს დაგეგმილ შეხვედრებს და არა – მთლიან ვიზიტს.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აშშ-ში იმყოფება, აუქმებს დღეს გაეროში დაგეგმილ ყველა შეხვედრას.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ზურაბიშვილი ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას.

განახლება: ზურაბიშვილის სრული მიმართვა წაიკითხეთ ამ ბმულზე.