ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩიეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც დღეს, 7 მარტს გაიმართა, იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა.
არცერთ დეპუტატს იოსელიანის წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. ოთხმა დეპუტატმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა. იოსელიანი ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს. ამავე სხდომაზე მას შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება.
2022 წლის 22 დეკემბერს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტმა ვერ მოახერხა, აერჩია ახალი სახალხო დამცველი და, შესაბამისად, შეესრულებინა ევროკომისიის მე-12 რეკომენდაცია.
მას შემდეგ სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა ხელახლა დაიწყო. ერთდაერთი კანდიდატი ლევან იოსელიანი იყო.