ახალი ამბები

სააკაშვილი- სარკოზის შეხვედრა

8 ივნისი, 2010 •
სააკაშვილი- სარკოზის შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, დღეს, 8 ივნისს, ბერნარ კუშნერი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიან ვახშამზე მიიღებს.  საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრაც.

ამ შეხვედრის შესახებ ორივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის ზუსტი დრო.

სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 9 ივნისს სრულდება.

”ეს ვიზიტი იმის შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა და განვამტკიცოთ ფრანგულ–ქართული ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავენ. ესენია: თანამშრომლობა შიდა უსაფრთხოების საკითხებზე, ავღანეთში ფრანგული ნაწილების დისლოკაციის ადგილზე საქართველოს 172 სამხედრო პირის სამსახური, რეგიონში გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებისთვის განზრახულობათა დეკლარაციების გაფორმება. გარკვეულწილად განხილული იქნება, ასევე, ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის პერსპექტივები. დღის წესრიგში დგას ისეთი თემების განხილვაც, როგორებიცაა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან, რასაც საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს, ასევე, სხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები” – აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყება.

” საფრანგეთი კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში” – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი