ახალი ამბები

ვაშაძე უკრაინას ეწვევა

8 ივნისი, 2010 • 1272
ვაშაძე უკრაინას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით  უკრაინას ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინე გრიშენკოსთან, ასევე ქვეყნის სხვა უმაღლეს პირებთან – იუწყება საქართველოს საგარეო უწყება.

გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი უკრაინაში 10-11 ივნისსაა დაგეგმილი.  შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა სმაინისტროს ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის, ხელი მოეწერება შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი