ახალი ამბები

ვაკეში ფერდი ჩამოიშალა — მერია

27 თებერვალი, 2023 • 875
ვაკეში ფერდი ჩამოიშალა — მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკეში, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, უწყების ცნობით, არავინ დაშავებულა და არც რომელიმე ნაგებობა დაზიანებულა.

27 თებერვლის განცხადების თანახმად, ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

“[ისინი] შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება”, — აღნიშნავს უწყება.

თბილისის მერიის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით.

გარეკანის ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი