ახალი ამბები

საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა – კასიანოვი

24 თებერვალი, 2023 • 3939
საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა – კასიანოვი

„საქართველოში საქართველოს დროშის გვერდით აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური“, – განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დღეს, 24 თებერვალს, ორბელიანების სასახლეში.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, უკრიანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშრირებით ღონისძიება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას კასიანოვმა მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მიმართ გამოხატული პოზიციისთვის.

კასიანოვმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყვას.

„თქვენი და ჩვენი მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს სუვერენულ ქვეყნებს. სწორედ ამიტომ, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნები იკავებენ საერთო პოზიციას რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რათა აღდგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ გაანადგურონ რუსი ოკუპანტები. საჯარო სტრუქტურები, კერძო სექტორი. საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს იმათ, რომელთაც ომის გამო მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება. ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით“, – განაცხადა კასიანოვმა, რომლის საუბრის სინქრონულ თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი