ახალი ამბებირეკლამა

საბჭოთა კოდექსი, რომელიც თქვენს უფლებებს ვერ იცავს – საიას პოდკასტი

22 თებერვალი, 2023 • 692
საბჭოთა კოდექსი, რომელიც თქვენს უფლებებს ვერ იცავს – საიას პოდკასტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმას. ამ მიზნით საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, კამპანიას მართავს, რადგან დღემდე მოქმედი, საბჭოთა პერიოდში მიღებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამოა.

პოდკასტების სერიაში „მართლმსაჯულება 1984 წლის კოდექსით“ საია გაესაუბრება მოსამართლეებს და ექსპერტებს, რათა მოისმინოს მათი შეხედულებები ამ კოდექსთან დაკავშირებით. მესამე პოდკასტის სტუმარია მაია კოპალეიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2009-2019 წლებში.

ნახეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რატომ ითხოვს #საია ამ კოდექსის შეცვლას.


მომზადდა საიას მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი