ახალი ამბები

თუ აშშ-ს რუსეთის დამარცხება სურს, უფლება გვაქვს, თავი ბირთვული იარაღითაც დავიცვათ — მედვედევი

22 თებერვალი, 2023 • 841
თუ აშშ-ს რუსეთის დამარცხება სურს, უფლება გვაქვს, თავი ბირთვული იარაღითაც დავიცვათ — მედვედევი

„თუ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ უფლება გვაქვს, დავიცვათ თავი ნებისმიერი იარაღით, მათ შორის, ბირთვული იარაღით“, – აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.

მისი თქმით, შეერთებული შტატების სურვილი, დაამარცხოს რუსეთი, სამყაროს კონფლიქტის ზღვარზე აყენებს.

მედვედევი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებაში (СНВ-III) მონაწილეობის შეჩერების შესახებ და თქვა, რომ „გადაწყვეტილება გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ომით“.

„ბაიდენმა ვარშავაში თქვა, რომ „თუ რუსეთი შეაჩერებს თავის შეჭრას, ის ახლავე დასრულდება. თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ეს არის დახვეწილი ტყუილი. სიმართლე სულ სხვაა. თუ რუსეთი გააჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას გამარჯვების მიღწევის გარეშე, რუსეთი არ იარსებებს, მას ნაწილებად დაფლეთენ. თუ აშშ შეწყვეტს იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის, ომი დასრულდება“, — წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

რუსეთი აჩერებს ერთადერთ შეთანხმებას ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დრომდე აშშ-თან ჰქონდა დადებული. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს, პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა.

რუსეთი ბირთვულ იარაღზე აშშ-თან გაფორმებულ შეთანხმებას აჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი