ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია თბილისში — ფოტორეპორტაჟი

20 თებერვალი, 2023 • 1043
სააკაშვილის მხარდამჭერი მორიგი აქცია თბილისში — ფოტორეპორტაჟი

ავტორები: ლიზა ბულია, თამთა კევლიშვილი

დღეს, 20 თებერვალს, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა აქცია, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ.

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის მიერ ორგანიზებული აქცია მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აქციები გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

„საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ყველგან იქნება აქციები, ყველგან იქნება პროტესტი. ცხადია, მთავარი იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დაელოდოთ მოვლენების უსწრაფეს განვითარებას და ნახავთ, მათ შორის, იმ აზვირთებულ პროტესტს, რომელიც წალეკავს რუს ოლიგარქს.

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება: პრეზიდენტ სააკაშვილის, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა – ეს არის მთავარი სამი მიზანი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მონაწილეებმა მსვლელობა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისაკენ დაიწყეს, სადაც დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი