ახალი ამბებიკინო

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს გამარჯვებულია

20 თებერვალი, 2023 • 797
„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოს გამარჯვებულია

ალექსანდრე კობერიძის ფილმმა, „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, გაიმარჯვა  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გერმანელ კინოკრიტიკოსთა დაჯილდოებაზე.

გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო არის ერთადერთი გერმანული პრემია, რომელსაც ქვეყანაში გასცემენ კინოკრიტიკოსები  (გერმანელი კინოკრიტიკოსების ასოციაცია).

წელს გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდოზე 36 ნომინაციაში წარდგენილი იყო 20 ფილმი. დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 19 თებერვალს, ბერლინში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი