ახალი ამბები

რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

17 თებერვალი, 2023 • 868
რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.

ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ნაციონალური მოძრაობა. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო ნაციონალურ მოძრაობას და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, — წერს გოცირიძე.

ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში რომან გოცირიძე ნიკა მელიას უჭერდა მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.