ახალი ამბები

ესკალატორის დაზიანების გამო „ვარკეთილი“ დროებით დაიკეტა

15 თებერვალი, 2023 • 675
ესკალატორის დაზიანების გამო „ვარკეთილი“ დროებით დაიკეტა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.

მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან სადგური „ვარკეთილისკენ“.

“ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”,  – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი