ახალი ამბები

რუსეთი 11 ქვეყანასთან — უვიზო, 6-თან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

15 თებერვალი, 2023 • 1544
რუსეთი 11 ქვეყანასთან — უვიზო, 6-თან კი გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს

რუსეთი გეგმავს უვიზო რეჟიმის შემოღებას 11 ქვეყანასთან და ვიზის გაცემის გამარტივებულ პროცედურის შემოღებას 6 სახელმწიფოსთან.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სამთავრობო საათის ფარგლებში განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან — გამარტივებული პირობები, ძალიან მარტივი. ვმუშაობთ უამრავ ქვეყანასთან ელექტრონული ვიზების გაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნაზე, არის 70-მდე ქვეყანა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც გამარტივებული წესით ვიზების გაცემა შეწყვიტეს“, — თქვა ლავროვმა.

დეკემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მუშაობს უვიზო რეჟიმის დამყარებაზე სპარსეთის ყურის თითქმის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საუდის არაბეთთან და ბაჰრეინთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი