“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ჯაფარიძეს უცხოელ ტურისტთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.