ახალი ამბები

პოლიციამ ოზურგეთში 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

9 თებერვალი, 2023 • 2091
პოლიციამ ოზურგეთში 2002 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს პირი, რომელიც 2002 წლიდან იძებნებოდა.

უწყების განცხადებით, 1965 წელს დაბადებული ბ.დ. რომელსაც წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2008 წელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობსის, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის, შეცვლილი გვარით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი.

შსს-ს განცხადებით, დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი