“ბათუმში, 79 -ე ოლქის მე-3 უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელი ცემეს”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა ნინო ტავლალაშვილმა.
სულხან ფალავანდიშვილმა, რომელიც არჩევნებს მე-3 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა, საჩივარი დაწერა იმის გამო, რომ რეგისტრირებულ ამომრჩეველზე მეტი ჩაგდებული ბიულეტენი აღმოჩნდა საარჩევნო ყუთში. ტავლალაშვილის თქმით, კომისიის მდივანმა საჩივარი არ ჩაიბარა, შემდეგ კი კომისიის ორმა წევრმა დამკვირვებელი ცემა და უბანი მიატოვა.